ორლანდო სოლარ ბეარსის გულშემატკივარმა შაიბა მეორე ლურჯი ხაზიდან, მოედნის ცენტრიდან ისროლა და 7.5 სანტიმეტრი დიამეტრის მქონე ხვრელში ჩააგდო.
დარტყმის ავტორმა ჯილდოდ 100 ათასი დოლარი მიიღო.
ორლანდო სოლარ ბეარსი ჰოკეის პროფესიონალური კლუბია, რომელიც ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროს ლიგაში ასპარეზობს.