NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის ბოლოსწინა მატჩი დალას მავერიკსმა სოლტ ლეიკ სიტიში იუტას 101:92 მოუგო და პლეი ოფის საგზური მოიპოვა. დალასელებს დასავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილი გარანტირებული აქვთ. მავერიკსი ფლეი ოფში სან ანტონიოს დაუპირისპირდება.
შეხვედრაში ქართველი ცენტრი, ზაზა ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და მოედანზე 27 წუთი გაატარა. ფაჩულიამ 5 ქულა, 9 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. ტეხესელთაგან საუკეთესო შედეგი დირკ ნოვიცკის ჰქონდა, რომელმაც 22 ქულა, 11 მოხსნა მოაგროვა.
დალასს 42 გამარჯვება და 39 მარცხი აქვს. რეგულარული ჩემპიონატის ბოლო მატჩში, 14 აპრილს, ფაჩულიას გუნდი სან ანტონიოს უმასპინძლებს.
წყარო: GBF