შვეიცაელმა ჩოგბურთელმა, როჯერ ფედერერმა, ერთ-ერთ იტალიურ გამოცემასთან საუბარში ფრანჩესკო ტოტიზე და ვალენტინო როსიზე გააკეთა კომენტარი. ფედერერის თქმით, სპორტის განვითარებაში მათი ღვაწლი შეუფასებელია.
"რაც ფრანჩესკომ და ვალენტინომ ფეხბურთისა და მოტოსპორტის განვითარებისთვის გააკეთეს - შეუფასებელია. ისინი მომავალი თაობისთვის მაგალითი იქნებიან. თუ ტოტი კიდევ გადაწყვეტს კარიერის გაგრძელებას, მაშინ მე მის გვერდით ვიქნები. ჩვენ ძალიან თბილი ურთიერთობა გვაქვს," - განაცხადა ფედერერმა.
39 წლის ფრანჩესკო ტოტის მიმდინარე სეზონში რომას შემადგენლობაში სათამაშო პრაქტიკა თითქმის აღარ აქვს. ვეტერან ფეხბურთელს გუნდთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს უსრულდება და ჯერ-ჯერობით უცნობია, დაასრულებს თუ არა საფეხბურთო კარიერას "რომაელი იმპერატორი".
წყარო: Eurosport
ფოტო: არქივი