16 ნოემბერი 2024,   17:29
ვრცლად
გიორგი შერმადინმა მურსიასთან 12 ქულა მოაგროვა

გიორგი შერმადინის გუნდმა ანდორამ, რომელიც ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში ასპარეზობს, უშუალო კონკურენტ მურსიას უმასპინძლა და 86:91 დამარცხდა.

ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და მოედანზე 1:44 წუთი გაატარა. შერმადინმა 12 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ანდორას რიგებში საუკეთესო შედეგი მაკედონიელ ვოიდან სტოიანოვსკის ჰქონდა, რომელმა 20 ქულა მოაგროვა.

მარცხის შემდეგ ანდორა მე-11 ადგილზე დაქვეითდა და პლეი ოფის ზონას, სადაც 8 საუკეთესო გუნდი გადის, ჩამოშორდა. შემდეგი მატჩს შერმადინის გუნდი 17 აპრილს, უნიკახას წინააღმდეგ გამართავს.

წყარო: GBF

ფოტო: არქივი

დღის ამბები