გუშინ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე 2 საპასუხო შეხვედრა გაიმართა. მადრიდის რეალმა გერმანულ ვოლფსბურგს უმასპინძლა, მანჩესტერ სიტიმ კი პსჟ-ს.
რეალს ნახევარფინალში გასასვლელად გერმანული კლუბი 3 გოლის სხვაობით უნდა დაემარცხებინა და ბუნებრივია სანტიაგო ბერნაბეუზე მოვლენები ბლანკოსის უპირატესობით წარიმართა. სამეფო კლუბი 17-ე წუთისთვის უკვე 2:0 იგებდა. მატჩის მეორე ნახევარში რონალდომ ჯარიმა გაიტანა და პორტუგალიელი ფეხბურთელის ჰეთ-თრიკის წყალობით რეალი ნახევარფინალში გავიდა.
ინგლისში მანჩესტერ სიტიმ მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა პარიზული კლუბი (ორი მატჩის ჯამში 3:2) და ისტორიაში პირველად იასპარეზებს ტურნირის ნახევარფინალში.
დღეს, კიდევ 2 საპასუხო მატჩი ჩატარდება. ატლეტიკო ბარსელონას უმასპინძლებს, ბენფიკა კი მიუნხენის ბაიერნს. ატლეტიკო პირველ შეხვედრაში, კამპ ნოუზე 2:1 დამარცხდა და აქედან გამომდინარე მადრიდელებს 1:0 მოგებაც აწყობთ. პორტუგალიური კლუბი კი შედარებით რთულ სიტუაციაშია - ბენფიკამ ნახევარფინალში გასასვლელად მიუნხენური გუნდი 2 ბურთის სხვაობით უნდა დაამარცხოს.
მატჩები თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
ვიდეო: Goalsarena.org