16 ნოემბერი 2024,   18:30
ვრცლად
სადაო ეპიზოდი რეალი-ვოლფსბურგის შეხვედრაში [ვიდეო]

გუშინ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში მადრიდის რეალმა გერმანულ ვოლფსბურგი 3:0 დაამარცხა (2 მატჩის ჯამში 3:2) და ტურნირის ნახევარფინალში გავიდა.

მატჩის 65-ე წუთზე სადაო ეპიზოდი მოხდა. სერხიო რამოსის თავით დარტყმული ბურთი ძელმა აისხლიტა და ვოლფსბურგის მეკარემ მოახერხა მისი დაჭერა, თუმცა მადრიდელი ფეხბურთელების აზრით, ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა, რასაც მათი პროტესტიც მოწმობს. აღნიშნული მომენტი გულშემატკივრებს შორისაც დავის საგანი გახდა.

 

ვიდეო: Goalsarena.org 

დღის ამბები