თურქეთის საკალათბურთო ჩემპიონატში დარუშაფაკამ, რომლის ღირსებასაც ქართველი მანუჩარ მარკოიშვილი იცავს, სატურნირო ცხრილში მის უშუალო კონკურენტ ქარშიაქას 78:67 მოუგო.
მარკოიშვილმა მოედანზე 14:15 წუთი გაატარა და 6 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. სტამბოლელთა მხრიდან საუკეთესო შედეგი ლუკ ჰერენგოდს ჰქონდა, რომელმაც 25 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა.
16 მოგებით და 8 მარცხით დარუშაფაკა მე-5 ადგილზე იმყოფება.
წყარო: GBF