ჩემპიონთა ლიგაზე ყველა ნახევარფინალისტის ვინაობა გაირკვა. ტურნირის მოსაგებად მადრიდის რეალი, მადრიდის ატლეტიკო, მიუნხენის ბაიერნი და მანჩესტერ სიტი იბრძოლებენ.
მადრიდის ატლეტიკომ საპასუხო შეხვედრაში ბარსელონა 2:0 დაამარცხა. ანგარიში 36-ე წუთზე ანტუან გრიზმანმა გახსნა. ფრანგმა ფეხბურთელმა შეხვედრის მიწურულს თერთმეტმეტრიანი დარტყმით დუბლი გაიფორმა და გასული სეზონის ჩემპიონი ტურნირიდან გამოთიშა. ატლეტიკომ მეტოქე ორი მატჩის ჯამში 3:2 დაამარცხა.
მეორე განმეორებითი შეხვედრა კი პორტუგალიაში გაიმართა, სადაც ბენფიკამ მიუნხენის ბაიერნი მიიღო. ანგარიში 27-ე წუთზე რაულ ხიმენესმა გახსნა და პორტუგალიელები დააწინაურა, თუმცა არტურო ვიდალმა მალევე გაათანაბრა. მეორე ტაიმში ტომას მიულერის გოლით ბაიერნი წინ გავიდა. ბენფიკამ ძლიერ მეტოქესთან მაინც გაიბრძოლა და ანდერსონმა საბოლოო შედეგი დააფიქსირა - ფრე 2:2. ორი მატჩის ჯამში ბაიერნმა 3:2 გაიმარჯვა.
ვიდეო: Goaslarena.org