ლოს ანჯელეს ლეიკერსის 37 წლის ლეგენდამ, კობი ბრაიანტმა, პროფესიონალურ კარიერაში ბოლო შეხვედრა ჩაატარა.
ლეიკერსმა იუტას უმასპინძლა და მეტოქე 101:96 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო კალათბურთელი ბრაიანტი გახდა, რომელმაც 60 ქულა, 4 პასი, 4 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკი მიითვალა.
"ვერ ვიჯერებ, ისე სწრაფად გავიდა 20 წელი. ეს 20 წელი ერთად გავიარეთ წარმატებებით და წარუმატებლობებით, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის რომ ჩვენ ყოველთვის ერთად ვიდექით. მადლობა მხარდაჭერისთვის, მოტივაციისთვის და ინსპირაციისთვის. თქვენ ყოველთვის ჩემს გულში იყავით, სიტყვებით ვერ გადმოვცემ რამდენად გაფასებთ. მთელი გულით მადლობას გიხდით," - განაცხადა ბრაინტმა.
კობი ბრაინტი ლეიკერსის ღირსებას 20 წლის განმავლობაში იცავდა და გუნდთან ერთად ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 5-ჯერ მოგება მოახერხა.