ზაზა ფაჩულიას გუნდი, დალას მავერიკსი, რეგულარული ჩემპიონატის ბოლო შეხვედრაში სან ანტონიოს დაუპირისპირდა და 91:96 დამარცხდა. ამ მატჩს სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგანაც დალასელები დასავლეთ კონფერენციაში წაგების შემთხვევაშიც მე-6 ადგილს იკავებდნენ.
ზაზა ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და მოედანზე 30 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა 8 ქულა, 12, მოხსნა და 2 პასი მიითვალა. დალასელთაგან საუკეთესო შედგეი რეიმონდ ფელტონი ჰქონდა, რომელმაც 22 ქულა მოაგროვა, დირკ ნოვიცკიმ კი 19.
დალასმა სეზონი 42 მოგებითა და 30 მარცხით დაასრულა. პლეი ოფში ტეხასელები ოკლაჰომას შეხვდებიან.
წყარო: GBF