NBA-ს მოქმედმა ჩემპიონმა, გოლდენ სტეიტმა, რეგულარული სეზონი 73 გამარჯვებით და 9 მარცხით დაასრულა, რაც გათამაშების ისტორიასი საუკეთესო მაჩვენებელია.
ოკლანდელებმა 1995/96 წლების ჩიკაგო ბულზის (72 მოგება, 10 წაგება) რეკორდი გააუმჯობესეს.
ოქროს შტატელებმა გადამწყვეტ შეხვედრაში მემფისი 125:104 დაამარცხეს. მატჩის საუეკეთესო კალათბურთელი სტეფან კარი გახდა, რომელმაც 46 ქულა, 6 პასი, 4 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა.
პლეი ოფში გოლდენ სტეიტი ჰიუსტონ როკეტსს დაუპირისპირდება. პირველი შეხვედრა 16 აპრილს გაიმართება.