საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც მადრიდის რეალის თავდამსხმელი ნაკრებიდან მოკვეთილია და ის ევროპის ჩემპიონატზე არ მიიღებს მონაწილეობას.
"ქარიმ ბენზემა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე ნაკრების რიგებში არ იქნება. ფედერაციამ გადაწყვეტილება ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, დიდიე დეშამთან, შეთანხმებით მიიღო. ჩვენთვის ფეხბურთელების შერჩევისას მთავარია არამხოლოდ სპორტული, არამედ ცხოვრებისეული კრიტერიუმებიც," - ნათქვამია ფედერაციის წერილში.
ამ განცხადებას ბენზემაც გამოეხმაურა. ფეხბურთელის თქმით, მას ძალიან დასწყდა გული.
"ჩემთვის და იმ ხალხისთვის სამწუხაროდ, რომლებიც ამ დროის განმავლობაში მხარს მიჭერდნენ, მე არ ვიქნები საფრანგეთის ნაკრებში 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე,".
შეგახსენებთ, რომ ბენზემას თანაგუნდელის, მატიე ვალბუენას შანტაჟში ედებოდა ბრალი და ამ მიზეზით ის ნაკრებიდან მოკვეთილი იყო.
წყარო: Twitter.com