16 ნოემბერი 2024,   17:22
ვრცლად
ინციდენტი საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის 25-ე ტურის პირველ შეხვედრაში ინციდენტი მოხდა.

თბილისის ლოკომოტივისა და მარტვილის მერანის დაპირისპირების დამთავრების შემდეგ კი დაძაბულობამ ჯერ მოედანზე, ხოლო შემდეგ გუნდების გასახდელში გადაინაცვლლა. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც მერანმა ანგარიში გაათანაბრა და როგორც ლოკომოტივის წარმომადგენლები ირწმუნებიან, წარმატება უხამსი ჟესტიკულაციით აღნიშნეს.

აღსანიშნავია ლოკომოტივის მთავარი მწვრთნელის, ესპანელი ჟერარდ სარაგოსას აგრესიული ქმედებებიც, რომელმაც სიტუაციის დაძაბვას კიდევ უფრო შეუწყო ხელი.

საბოლოოდ გასახდელში ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის ჩასვლა და სიტუაციის განმუხტვა გახდა საჭირო. კომენტარი არც ერთ მხარეს გაუკეთებია, ჩვენთვის ცნობილია, რომ ინციდენტზე ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი იმსჯელებს.

მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

დღის ამბები