მადრიდის რეალის პორტუგალიელი ფეხბურთელი, კრიშტიანო რონალდო, შვილს პენალტების დარტყმაში ავარჯიშებს.
რონალდომ მეკარის ფუნქციები შეითავსა. თერთმეტმეტრიანების შემდეგ სამეფო კლუბის ლიდერმა შვილს 10 აზიდვის გაკეთება დაავალა.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის რეალი რონალდოს ჰეთ-თრიკის წყალობით ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა, სადაც მანჩესტერ სიტის დაუპირისპირდება.
წყარო: Eurosport