16 ნოემბერი 2024,   17:34
ვრცლად
დღეს საქართველოს ფუტსალის ნაკრები წლის სადებიუტო ამხანაგურ მატჩს გამართავს

დღეს საქართველოს ფუტსალის ნაკრები წლის სადებიუტო ამხანაგურ მატჩს გერმანიის წინააღმდეგ გამართავს.

ავთო ასათიანის მომზადებულმა გუნდმა გერმანიასთან შეხვედრებისთვის მოსამზადებელი ეტაპი 5 აპრილს დაიწყო. საქართველო-გერმანიის ფუტსალის ნაკრებთა პირველ მატჩი დღეს, 18:00 საათზე ჩატარდება. ამ გუნდებს შორის მეორე მატჩი კი 17 აპრილს გაიმართება. შეხვედრებს თბილისის ახალი სპორტის სასახლე უმასპინძლებს და მატჩებზე დასწრება თავისუფალია.

ფუტსალის ნაკრების ვარჯიშს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილიც დაესწრო.

ფოტო: GFF

დღის ამბები