16 ნოემბერი 2024,   17:32
ვრცლად
ქართველმა მოფარიკავემ ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა

სანდრო ბაზაძე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი მოფარიკავე გახდა, რომელმაც ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა.

22 წლის ბაზაძემ პრაღაში გამართულ საკვალიფიკაციო ტურნირზე ქვეჯგუფში ხუთიდან 4 შეხვედრის მოგება მოახერხა და ლიცენზიისთვის გადამწყვეტ ბრძოლაში ისრაელის წამომადგენელი, კონსტანტინ ვორონოვი, 15-12 დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადა ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში 2016 წლის აგვისტოში გაიმართება და მასში 206 ქვეყნის 10,000-ზე მეტი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.

 

წყარო: საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია

დღის ამბები