ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ, ბარსელონამ ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატში ზედიზედ მესამე შეხვედრა წააგო და მადრიდის ატლეტიკოს ქულებით გათანაბრების საშუალება მისცა.
33-ე ტურში ბარსელონამ ვალენსიას უპასპინძლა და 1:2 დამარცხდა. პირველი ტაიმის შემდეგ ვალენსია 0:2 იგებდა, თუმცა მატჩის მეორე ნახევარში ლიონელ მესიმ ანგარიში შეამცირა და კატალონიური კლუბის მაისურით მე-500 გოლის გატანა შეძლო. ატლეტიკომ კი ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლი გრანადა მიიღო და მეტოქე პრობლემების გარეშე - 3:0 დაამარცხა. როხიბლანკოს მხრიდან თავი კოკემ, ფერნანდო ტორესმა და ანხელ კორეამ გამოიჩინეს. ამ გამარჯვებით ატლეტიკომ 76 ქულა მოაგროვა და ბარსელონას გაუთანაბრდა.
სამეფო კლუბმა სტუმრად მადრიდულ დერბიში ხეტაფეს 1:5 მოუგო. რეალს 75 ქულა აქვს და ლიდერებს მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება. აქედანან გამომდინარე ესპანეთის ჩემპიონის ტიტულის მოპოვების რეალური შანსი ერთდროულად 3 გუნდს აქვს და გულშემატკივრებს ძალიან დაძაბული ფინიში ელით.
ლა ლიგის დასრულებამდე კი 5 ტურია დარჩენილი.
ვიდეო: Goalsarena.org