ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი ოფის პირველ შეხვედრაში კლივლენდმა დეტროიტი 106:101 დაამარცხა.
მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი კაირი ირვინგი გახდა, რომელმაც 31 ქულა მოაგროვა. ლებრონ ჯეიმსმა კი 22 ქულა მიითვალა.
აღსანიშნავია, რომ ჯეიმსი პლეი ოფში ჩატარებული შეხვედრების რაოდენობის მხრივ ლეგენდარულ მაიკლ ჯორდანს გაუთანაბრდა. ორივე კალათბურთელს პლეი ოფის ეტაპზე 179 მატჩი აქვთ ჩატარებული და ამ მაჩვენებლით ლიგაში მე-17 ადგილს ინაწილებენ, თუმცა ლებრონი ამ მიღწევას აუცილებლად გააუმჯობესებს.
წყარო: Eurosport