მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, სამეფო კლუბის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა. ფრანგის თქმით, ამ მომენტში მენტალურად და ფიზიკურად რეალი უშუალო კონკურენტებზე ძლიერია.
"მე გუნდის მუშაობით კმაყოფილი ვარ, მაგრამ აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ წინსვლა. ჩვენ ჯერ არაფერი მოგვიგია. ძალიან მომეწონა ხეტაფესთან (1:5) ჩატარებული შეხვედრა და გუნდისგან ყოველთვის მსგავს ასპარეზობას მოვითხოვ. ამ მომენტისთვის მადრიდის რეალი ფიზიკურად და მენტალურად უფრო ძლიერია, ვიდრე ატლეტიკო და ბარსელონა, თუმცა სატურნირო ცხრილში ჩვენ მათზე უკან ვართ. აქედან გამომდინარე მუშაობა უნდა გავაგრძელოთ," - განაცხადა ზიდანმა.
ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატში მადრიდის რეალი 75 ქულით მესამე ადგილს იკავებს და ლიდერებს მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება. ჩემპიონატის დასრულებამდე კი 5 ტურია დარჩენილი.
წყარო:as.com