16 ნოემბერი 2024,   17:55
ვრცლად
ჯეიმი ვარდის 2 მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება

პრემიერლიგის გასულ ტურში მომხდარი ინციდენტის გამო, ლესტერის თავდამსხმელს, ჯეიმი ვარდის, 2 მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება. ამის შესახებ ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.

ლესტერი-ვესტ ჰემის დაპირისპირების დროს მსაჯმა ვარდი სიმულაციის ბრალდებით მოედნიდან გააძევა, რასაც ფეხბურთელის გაღიზიანება მოჰყვა და არბიტრს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

შეგახსენებთ, რომ ლესტერი პრემიერლიგის ლიდერია და მეორეადგილოსან ტოტენჰემს 5 ქულით უსწრებს. 

 

წყარო: The Telegraph

დღის ამბები