16 ნოემბერი 2024,   17:26
ვრცლად
ნეიმარმა ვალენსიას ფეხბურთელებს გამარჯვების აღნიშვნა აუკრძალა

ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატში ბარსელონა ვალენსიასთან 1:2 დამარცხდა. მატჩის შემდეგ ვალენსიური კლუბის ფეხბურთელები მოედნის ცენტში ერთმანეთს წარმატებას ულოცავდნენ, რა დროსაც მათთან ნეიმარი მივიდა და ზეიმის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

ამის შემდეგ ფეხბურთელებს შორის სიტუაცია დაიძაბა, თუმცა მსაჯმა სიტუაცია მალევე განმუხტა.

შეგახსენებთ, რომ ბარსელონამ ლა ლიგაში ზედიზედ 3 შეხვედრა წააგო და ჩემპიონობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ატლეტიკოს და ბარსელონას თანაბრი 76 ქულა აქვთ, რეალი კი ლიდერებს მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება. პრიმერა დივიზიონის დასრულებამდე 5 ტურია დარჩენილი.  

წყარო: Eurosport

დღის ამბები