16 ნოემბერი 2024,   17:34
ვრცლად
Marca - რეალის ფეხბურთელებს სურთ, რომ ზიდანი მომავალ სეზონშიც მთავარი მწვრთნელი იყოს

ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა ზინედინ ზიდანის მიმართ მხარდაჭერა ღიად გამოხატეს.

რეალის ლიდერების სურვილია, რომ ფრანგი სპეციალისტი მომავალ სეზონში ისევ გუნდის მთავარი მწვრთნელი იყოს და ბლანკოსის პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა, აღარ გაიმეოროს ის შეცდომა, რომელიც მან კარლო ანჩელოტის გათავისუფლების დროს დაუშვა.

ზიდანი მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელი 2016 წლის იანვარში გახდა და კლუბთან მოქმედი კონტრაქტი სეზონის ბოლომდე აკავშირებს. ზიდანის დანიშვნის შემდეგ თეთრები აშკარად უკეთესს შედეგებს აჩვენებენ. გუნდმა ჩემპიონატში ბარსელონასთან სხვაობა 1 ქულამდე შეამცირა და თან ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა, სადაც მანჩესტერ სიტის დაუპირისპირდება.

წყარო: Marca

 

დღის ამბები