16 ნოემბერი 2024,   17:29
ვრცლად
მარკოიშვილმა სტამბოლურ დერბიში 9 ქულა მოაგროვა

თურქეთის საკალათბურთო ლიგაში დარუშაფაკამ, რომლის ღირსებასაც ქართველი კალათბურთელი მანუჩარ მარკოიშვილი იცავს, სტამბოლურ დერბიში ბეშიქთაშს დაუპირისპირდა და 74:80 დამარცხდა.

ქართველი უკანახაზელი სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და მოედანზე 21:14 წუთი გაატარა. მარკოიშვილმა 9 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.

17 მოგებით და 9 წაგებით დარუშაფაკა სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილს იკავებს. მომდევნო მატჩს მარკოიშვილის გუნდი 24 აპრილს, ტურკ ტელეკომის წინააღმდეგ გამართავს.

 

წყარო: GBF

 

დღის ამბები