16 ნოემბერი 2024,   18:00
ვრცლად
გოლდენ სტეიტმა ჰიუსტონს მეორე მატჩიც მოუგო

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი ოფის მეორე შეხვედრაში გოლდენ სტეიტმა ჰიუსტონი 115:106 დაამარცხა და სერიაში 2:0 დაწინაურდა.

შეხვედრაში კოჭის ტრავმის გამო მონაწილეობა არ მიუღია ოკლანდელების ლიდერეს, სტეფან კარის, თუმცა გასული სეზონის საუკეთესო კალათბურთელის გარეშეც ოქროს შტატელებმა განსაკუთრებული პრობლემების გარეშე დაამარცხეს მეტოქე. მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი კლეი ტომპსონი გახდა, რომელმაც 34 ქულა მიითვალა.

გუნდებს შორის მომდევნო მატჩები ჰიუსტონში 22 და 24 აპრილს გაიმართება.

დღის ამბები