იტალიის სერია A-ს 33 ტურის შეხვედრაში ატალანტამ რომას უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 3:3 დასრულდა.
მატჩის 86-ე წუთზე რომას ლეგენდარულმა კაპიტანმა, ფრანჩესკო ტოტიმ, გოლის გატანა მოახერხა და ანგარიში გაათანაბრა. 39 წლის ფეხბურთელის გოლის შემდეგ იტალიელმა კომენტატორმა, კარლო ძამპამ, ცრემლების შეკავება ვერ მოახერხა და სიხარული ემოციურად გამოხატა.
შეგახსენებთ, რომ იტალიის ჩემპიონატს იუვენტუსი 79 ქულით ლიდერობს, მეორე ადგილზე ნაპოლი (70) იმყოფება, ხოლო რომა (65) მესამე პოზიციას იკავებს.
წყარო: 101greatgoals.com