16 ნოემბერი 2024,   17:37
ვრცლად
France Football - რონალდო პსჟ-ს პრეზიდენტს შეხვდა

France Football-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ხმაურიანი გარიგება მოხდება. საქმე ეხება მადრიდის რეალის ლიდერის, კრიშტიანო რონალდოს, პსჟ-ში გადასვლას.

წყაროს ცნობით, ვოლფსბურგთან მატჩის შემდეგ პორტუგალიელი ფეხბურთელი საკუთარი თვითმფრინავით საფრანგეთის დედაქალაქში გაფრინდა, სადაც პსჟ-ს პრეზიდენტს შეხვდა. გასაიდუმლოებულ შეხვედრაზე მხარეებმა რონალდოს კონტრაქტი განიხილეს და მეორე დილით ფეხბურთელი ისევ მადრიდში დაბრუნდა.

31 წლის პორტუგალიელი მადრიდის რეალის ღირსებას 2009 წლიდან იცავს და კლუბთან მოქმედი კონტაქტი 2018 წლამდე აკავშირებს. 

 

წყარო: France Football

დღის ამბები