მადრიდის რეალის Facebook-ის ოფიციალურმა გვერდმა გუნდის ვარჯიშის დროს გადაღებული კადრები გაავრცელა.
სამეფო კლუბის მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი უშუალოდ მონაწილეობს სამწვრთნელო პროცესში და ფეხბურთელებს კარში ზუსტად დარტყმაში ავარჯიშებს. მადრიდელები ვილიარეალის წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის ემზადებიან.
ლა ლიგაში რეალი მესამე ადგილს იკავეს და მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება ჩემპიონატის ლიდერებს. ასევე, სამეფო კლუბი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში იმყოფება, სადაც მანჩესტერ სიტის დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ ზიდანი რეალის მწვრთნელად 2016 წლის იანვარში დაინიშნა და გუნდთან მოქმედი კონტრაქტი სეზონის ბოლომდე აქვს, თუმცა Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბლანკოსის ფეხბურთელებს სურთ, რომ ფრანგი მომავალ სეზონშიც მათი მწვრთნელი იყოს და ზიდანის მიმართ მხარდაჭერა კლუბის ხელმძღვანელობასთან ღიად დააფიქსირეს.
წყარო: მადრიდის რეალის Facebook-ის გვერდი.