გუშინ, პრემიერლიგაში 3 გადმოტანილი შეხვედრა გაიმართა. მატჩებს შორის ყველაზე დიდ ინტერესს მერსისაიდული დერბი იწვევდა. ლივერპულმა თანაქალაქელ ევერტონს უმასპინძლა და მეტოქე 4:0 დაამარცხა.
ანგარიში პირველი ტაიმის ბოლოს დივოკ ორიჯიმ გახსნა, რასაც მალევე მამადუ სახო გოლი მოჰყვა. მეორე ნახევარში კი თავი დანიელ სტარიჯმა და ფილიპე კოუტინიომ გამოიჩინეს.
მანჩესტერ იუნაიტედმა კრისტალ პალასი მიიღო და 2:0 მოუგო. ვესტ ჰემმა კი უოტფორდი 3:1 დაამარცხა.
პრემიერლიგას ლესტერი 73 ქულით ლიდერობს. იუნაიტედი(59) მე-5 ადგილს იკავებს, ლივერპული(54) კი მეშვიდე პოზიციაზე იმყოფება.
ვიდეო: Goalsarena.org