16 ნოემბერი 2024,   17:58
ვრცლად
სოხუმმა პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვა

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე სოხუმმა პლეი ოფში თამაში გაინაღდა.

ვაჟა კვარაცხელიას მომზადებულმა გუნდმა 72:59 დაამარცხა მგზავრები-არმია. შეხვედრაში ყველაზე მეტი, 19 ქულა მგზავრების მოთამაშემ, გიორგი ორმოცაძემ დააგროვა, მეტოქეთაგან კი 16 ქულით ყველაზე შედეგიანი მიმდინარე ჩემპიონატის ბომბარდირი, ამერიკელი უკანახაზელი, ფილიპ მილერი გახდა.

შეხვედრაში ორმაგი დუბლი - 14 ქულა და 12 მოხსნა, საქართველოს ყველაზე ტან-მაღალმა, (2.24 მეტრი) და ცენტრალურმა თავდამსხმელმა, სერგო ათუაშვილმა შეასრულა.

დღის ამბები