ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის 34-ე ტურში ბარსელონამ სტუმრად დეპორტივო 0:8 გაანადგურა.
მატჩის გმირი ლუის სუარესი გახდა, რომელმაც 4 გოლი გაიტანა 3 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ურუგვაელი თავდამსხმელი 21-ე საუკუნეში ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც 1 მატჩში მსგავსი შედეგი აჩვენა.
28 წლის ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში 30 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში 1 ბურთით ჩამორჩება კრიშტიანო რონალდოს. ბარსელონა კი 79 ქულით პრიმერა დივიზიონის ლიდერია.
წყარო: Eurosport