16 ნოემბერი 2024,   17:54
ვრცლად
კრიშტიანო რონალდომ ტრავმა მიიღო

ლა ლიგის 34-ე ტურში მადრიდის რეალი-ვილიარეალის შეხვედრის მიწურულს სამეფო კლუბის ლიდერმა, კრიშტიანო რონალდომ, კუნთი დაიზიანა და მატჩის გაგარძელება ვეღარ მოახერხა.

ESPN-ის ინფორმაციით, რონალდო რაიო ვალეკანოს წინააღმდეგ გასამართ შეხვადრაში არ მიიღებს მონაწილეობას და ასევე, არ არის გამორიცხული პორტუგალიელმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური დაპირისპირებაც გამოტოვოს.

ზინედინ ზიდანმა კი რონალდოს ტრავმასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ფეხბურთელს ესაუბრა და მისი თქმით, დაზიანება არც ისე სერიოზულია.

"რონალდომ ტკივილი მატჩის ბოლოს იგრძნო. ამ მომენტში მე კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით. გამოკვლევების ჩატარების შემდეგ ყველაფერი ნათელი გახდება. სიმართლე გითხრათ, როდესაც რონალდო მოედანს ტოვებდა ძალიან ვინერვიულე, თუმცა შემდეგ თავად ფეხბურთელს ვესაუბრე და მისი თქმით, არც ისე სერიოზულ დაზიანებასთან გვაქვს საქმე," - განაცხადა ზიდანმა.

მადრიდის რეალმა ვილიარეალი 3:0 დაამარცხა. სამეფო კლუბი სატურნირო ცხრილში მესამე ადგილს იკავებს და მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება ჩემპიონატის ლიდერებს. 

დღის ამბები