16 ნოემბერი 2024,   17:23
ვრცლად
ესპანელი მსაჯის კურიოზული შეცდომა

ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატში მადრიდის რეალი-ვილიარეალის შეხვედრის მიმდინარეობის დროს მატჩის მთავარმა არბიტრმა, კარლოს კლოს გომესმა, კურიოზული შეცდომა დაუშვა.

მადრიდის რეალის ნახევარმცველმა, კაზემირომ, მეტოქე ფეხბურთელის წინააღმდეგ უხეშედ ითამაშა, მსაჯმა კი შეცდომით კაზემიროს ნაცვლად დანილოს უჩვენა ყვითელი ბარათი. ამ ეპიზოდის შემდეგ თავად ფეხბურთელებიც კი ვერ გაერკვნენ სიტუაციაში და რეფერის გადაწყვეტილებას განიხილავდნენ.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის 86-ე წუთზე კაზემირომ მაინც მიიღო ყვითელი ბარათი და მსაჯის ზუსტი მოქმედებების შემთხვევაში ბრაზილიელისთვის ეს მეორე გაფრთხილება იქნებოდა.

შეხვედრა რეალის გამარჯვებით 3:0 დასრულდა. სამეფო კლუბი ლა ლიგაში მესამე ადგილს იკავებს და ლიდერებს მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება.

 

ვიდეო: livetv.sx

დღის ამბები