ულან-ბატორში საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებმა კიდევ ერთი ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა.
98 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, რევაზ ნადარეიშვილმა, ვერცხლის მედლის მოგებასთან ერთად, რიო დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა დაიმსახურა.
შმაგი ბოლქვაძისა და ზურაბ დათუნაშვილის შემდეგ, ნადარეიშვილი გახდა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რიგით მესამე სპორტსმენი, რომელმაც ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა.