16 ნოემბერი 2024,   18:02
ვრცლად
ჯერარდი - "ლესტერი ან ახლა გახდება ჩემპიონი, ან ვეღარასოდეს"

ლივერპულის და ინგლისის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, სტივენ ჯერარდმა, რომელიც ამჯამად ლოს ანჯელეს გალაქსის ღირსებას იცავს, ლესტერის საჩემპიონო შანსები შეაფასა. ჯერარდის თქმით, ლესტერის ფეხბურთელები ან ახლა მოიგებენ ჩემპიონატს, ან ვეღარასოდეს.

"სუონსისთან შეხვედრა ბევრ კითხვას გასცემს პასუხს. აშკარად გამოჩნდება, რამდენად გაუძლეს ლესტერის ფეხბურთელებმა ზეწოლას. გასულ წლებში ლესტერული კლუბი ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოდა, თუმცა ახლა საქმე ტიტულის მოგებას ეხება. მათი ყველა შეცდომა გაცილებით ძვირად ფასობს, ვიდრე ოდესმე. მელიებმა იციან, რომ ან ახლა გახდებიან ჩემპიონები, ან ვეღარასოდეს," - განაცხადა ჯერარდმა.

პრემიერლიგის 34 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს ლესტერი ლიდერობს და მეორეადგილოსან ტოტენჰემს 5 ქულით უსწრებს.

*სუონსისთან შეხვედრაში მელიებს გუნდის ლიდერი, ჯეიმი ვარდი, დისკვალიფიკაციის გამო ვერ დაეხმარება.

 

წყარო: telegraph.co.uk

დღის ამბები