დალასმა ოკლაჰომასთან პლეი ოფიში მოედნის უპირატესობის გამოყენება ვერ მოახერხა და საკუთარ მოედანზე 102:131 დამარცხდა. ოკლაჰომა სერიაში კვლავ დაწინაურდა და მეტოქეს 2:1 ამარცხებს.
წაგებულ მატჩში ზაზა ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და მოედანზე 19 წუთი გაატარა. საქართველოს ნაკრები კაპიტანმა 5 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი მიითვალა. მატჩის საუკეთესო კალათბურთელები კი ოკლაჰომას ლიდერები კევინ დიურანტი (34 ქულა) და რასელ ვესტბრუკი ( 26 ქულა,15 პასი) გახდნენ.
სერიის მე-4 მატჩი ისევ დალასში, 24 აპრილს გაიმართება.
წყარო: GBF