მადრიდი რეალის მეკარე, კეილორ ნავასი, ბოლო 20 წლის განმავლობაში სამეფო კლუბის ყველაზე საიმედო მეკარედ დასახელდა.
ნავასი საშუალოდ ერთ მატჩში 0.72 გოლს უშვებს, რაც საუკეთესო შედეგია. კოსტა-რიკელმა იკერ კასილიასის შედეგი გააუმჯობესა, რომელის მაჩვენებელიც 2010-11 წლების სეზონში 0.83 გოლი იყო.
ნავასი მადრიდის რეალში 2014 წელს ლევანტედან გადავიდა, თუმცა ძირითად შემადგენლობაში ადგილი მიმდინარე სეზონში, გუნდიდან კასილასის წასვლის შემდეგ მოიპოვა.
წყარო: Eurosport