16 ნოემბერი 2024,   17:58
ვრცლად
ჰარდენის გადამწყვეტი სტყორცნა და გოლდენ სტეიტი დამარცხდა

ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი ოფის მესამე შეხვედრაში ჰიუსტონმა გოლდენ სტეიტს უმასპინძლა და მეტოქე მატჩის დასრულებამდე 3 წამით ადრე ჯეიმს ჰარდენის ზუსტი სტყორცნის შედეგად 97:96 დაამარცხა.

თუმცა, ESPN-ის აზრით, ჰარდენის მოპოვებული ქულა არ უნდა ჩათვლილიყო, რადგანაც ამერიკელმა კალათბურთელმა კალათში ბურთის მოთავსებამდე მეტოქის წინააღმდეგ წესი დაარღვია. ჰარდენმა შეხვედრაში 35 ქულა და 9 პასი მიითვალა. აღსანიშნავია, რომ გოლდენ სტეიტი ტრავმირებული სტეფან კარის გარეშე ასპარეზობდა.

სერიას ოქროს შტატელები 1:2 იგებენ. შემდეგ მატჩი 24 აპრილს კვლავ ჰიუსტონში გაიმართება.

 

წყარო: ESPN

დღის ამბები