რუსეთში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე, ვარლამ ლიპარტელიანმა საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი ოქროს მედალი მოუტანა.
-90 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალში ლიპარტელიანმა უნგრელი კრისტიან ტოზი დაამარცხა და კარიერაში მესამედ გახდა ევროპის ჩემპიონი.
საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე ტურნირზე უკვე 6 მედალი მოიპოვა. ლიპარტელიანის გარდა ჩემპიონი ვაჟა მარგველაშვილი გახდა. ვერცხლის მედლები შავდათუაშვილმა, ჭრიკიშვილმა, ესტერ სტამმა მოიპოვეს. ბრინჯაო კი ნუგზარ ტატალაშვილის ანგარიშზეა.
ფოტო: არქივი