16 ნოემბერი 2024,   17:31
ვრცლად
დინამო თბილისი საქართველოს თასის გამარჯვებულია

დინამო თბილისის საკალათბურთო გუნდი საქართველოს თასის გათამაშების გამარჯვებული გახდა. ფინალური შეხვედრაში დინამომ სოხუმი დიდი უპირატესობით - 85:59 დაამარცხა.

დინამოელთა შორის 17 ქულით ბომბარდირი გახდა სერბი ფორვარდი მაკსიმ კოვაჩევიჩი. მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლი - 12 ქულა და 10 მოხსნა - გიორგი შარაბიძემ გაიფორმა. 10-10 ქულა მოაგროვეს ჯუევალ მაილსმა და ნოდარ გოგოძემ. სოხუმელთაგან 22 ქულით ფილიპ მილერი გამოირჩა.

ტიტულთან ერთად დინამომ 50 000 ლარიც მოიგო, რომელიც პირველად, თასის გათამაშების ისტორიაში კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ გამარჯვებულისთვის დააწესა.

 

წყარო: საქართველოს კალათბურთის ფედერაციის Facebook-ის გვერდი.

დღის ამბები