16 ნოემბერი 2024,   18:24
ვრცლად
რუსეთში აჟღერებული საქართველოს ჰიმნი

რუსეთში, ყაზანში გამართული ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.

ქართველმა ძიუდოისტებმა ფინალურ შეხვედრაში მასპინძელი ქვეყანა 3:2 დაამარცხა და რუსეთში საქართველოს ჰიმნი ააჟღერა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: ვაჟა მარგველაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი, ბექა ღვინიაშვილი, ამირან პაპინაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი პაპუნაშვილი, ლევან მატიაშვილი და ადამ ოქრუაშვილი.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული მერვედ გახდა.

 

ვიდეო: European Judo Championship

 

 

 

დღის ამბები