ლონდონის ჩელსის ნახევარმცველმა, ედენ აზარმა, პრემიერლიგის ჩემპიონობისთვის მებრძოლ გუნდებზე გააკეთა კომენტარი. ჩელსი და ტოტენჰემი ერთი ქალაქის კლუბები არიან და აქედან გამომდინარე არისტოკრატებს ლესტერის ჩემპიონობა სურთ.
"არც ერთ ჩელსის გულშემატკივარს, ფეხბურთელს და ხელმძღვანელობას არ სურს, რომ ტოტენჰემი გახდეს პრემიერლიგის ჩემპიონი. ჩვენ ყველას იმედი გვაქვს, რომ ტურნირს ლესტერი მოიგებს, მათ ეს დაიმსახურეს. შემდეგ კვირაში საკუთარ მოედანზე ტოტენჰემს ვუმასპინძლებთ და შესანიშნავი იქნება თუ გამარჯვებას მოვიპოვებთ," - განაცხადა აზარმა.
პრემიერლიგას ლესტერი ლიდერობს და მეორეადგილოსან ტოტენჰემს ამ დროისთვის 8 ქულით უსწრებს, თუმცა ლონდონური გუნდი თავის შეხვედრას დღეს გამართავს.
წყარო: chelseafc.com