გუშინ, გვიან ღამით საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები რუსეთის ქალაქ ყაზანიდან დაბრუნდა. ევროპის 2016 წლის ჩემპიონებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უამრავი გულშემატკივარი დახვდა.
საქართველოს ტურნირის ფინალში მასპინძელი რუსეთი 2:3 დაამარცხა და კონტინენტის პირველობის ტიტულს უკვე მერვედ დაეუფლა. საჩემპიონო ბრძოლაში ქართულ გუნდს ოქროს ქულები ნუგზარ ტატალაშვილმა, ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა მოუტანეს.
ფოტო: სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.