16 ნოემბერი 2024,   17:37
ვრცლად
მადრიდის რეალმა სიტის სტადიონზე ივარჯიშა

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩის დაწყების წინ, მადრიდის რეალმა სიტის ეტიჰედ სთედიუმზე დასკვნითი ვარჯიში გამართა.

სამეფო კლუბი სრული შემადგენლობით ემზადება. გუნდთან ერთად არიან კარიმ ბენზემა და კრიშტიანო რონალდოც. ორივე ფეხბურთელს ტრავმა აწუხებდა, თუმცა ზინედინ ზიდანის თქმით, ისინი შეხვედრას სრულ მზადყოფნაში ხვდებიან.

მანჩესტერ სიტი - მადრიდის რეალის დაპირისპირება თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

 

წყარო: მადრიდის რეალის Facebook-ის ოფიციალური გვერდი.

დღის ამბები