ლესტერის თავდამსხმელი, ჯეიმი ვარდი, დისკვალიფიკაციის გამო მანჩესტერ იუნაიტედთან გასამართ შეხვედრას გამოტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ინგლისის საფეხბურთო ასოციაციაციის სადისციპლინო კომიტეტმა ფეხბურთელს სასჯელი კიდევ ერთი მატჩის გაუხანგრძლივა და თან 10 ათასი ფუნტ სტელინგითაც დააჯარიმა.
ვარდიმ დისკვალიფიკაცია, ვესტ ჰემთან შეხვედრის დროს მიიღო. მატჩის მთავარმა არბიტრმა ინგლისელი ფეხბურთელს სიმულაციის გამო მეორე ყვითელი უჩვენა და მოედნიდან გააძევა, რასაც ვარდის გაღიზიანება მოჰყვა და მსაჯს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ლესტერი პრემიერლიგას 76 ქულით ლიდერობს და იუნაიტედთან მოგების შემთხვევაში ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებს.
წყარო: BBC