16 ნოემბერი 2024,   17:33
ვრცლად
ზლატან იბრაჰიმოვიჩი ვარჯიშზე თანაგუნდელს დაუპირისპირდა

ფრანგული მედიის ინფორმაციით, პსჟ-ს ვარჯიშზე ერთმანეთს ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ადრიენ რაბიო დაუპირისპირდნენ.

თვითმხილველების ცნობით, ზლატანის პროვოცირებას რაბიო ცდილობდა. თავიდან შვედი ფეხბურთელი თანაგუნდელის ქცევებს აიგნორებდა, თუმცა შემდეგ წყობიდან გამოვიდა. დაპირისპირებული მხარეები გუნდის კაპიტანმა, ტიაგო სილვამ, გააშველა. 

იბრაჰიმოვიჩს და რაბიოს ადრეც მოსვლიათ კონფლიქტი - ინციდენტი გასულ ზაფხულს, აშშ-ს ტურნეს დროს მოხდა.

შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩს ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და 34 წლის ფეხბურთელი კარიერას, სავარაუდოდ ინგლისში გააგრძელებს.

 

წყარო: lequipe.fr

დღის ამბები