ესპანური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დიეგო სიმეონე ესპანეთის ჩემპიონატის 3 მატჩით არის დისკვალიფიცირებული.
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა, მალაგას წინააღმდეგ გამართული მატჩის დროს მომხდარი ინციდენტი განიხილა. ატლეტიკოს სამწვრთნელო შტაბიდან მოედანზე მეორე ბურთი შეაგორეს და ამ გზით სცადეს სახიფათო კონტრშეტევის ჩაშლა.
გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ სიმეონეს მითითების შემდეგ აღმოჩნდა მეორე ბურთი მოედანზე.