16 ნოემბერი 2024,   17:28
ვრცლად
გოლდენ სტეიტმა ჰიუსტონი 4:1 გაანადგურა

ამერიკის ნაციონალური ასოციაციის პლეი ოფის სერიაში გოლდენ სტეიტმა ჰიუსოტონი 4:1 გაანადგურა და ნახევარფინალში გავიდა.

ოკლანდელებმა მეტოქე 114:81 დაამარცხეს. მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი ჰიუსტონის ლიდერი, ჯეიმს ჰარდენი გახდა, რომელმაც 35 ქულა მოაგროვა. კლეი ტომპსონმა კი 27. მატჩში ტრავმის გამო მონაწილეობა არ მიუღია სტეფან კარის.

დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში გოლდენ სტეიტი კლიპერსი-პორტლენდის წყვილს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

დღის ამბები