16 ნოემბერი 2024,   17:24
ვრცლად
ზიდანი - "არ იღელვოთ ჩემ შარვალზე"

მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი, მედიის ყურადრების ცენტრში არასპორტული კუთხით მოექცა. მანჩესტერ სიტისთან შეხვედრის დროს, ზიდანს კიდევ ერთხელ გაერღვა შარვალი.

პირველად ეს ფაქტი ვოლფსბურგთან განმეორებითი მატჩისას დაფიქსირდა. მედიის აზრით, ზიდანმა ახალი ტრადიცია დაამკვიდრა.

"ჩემი შარვალი? ეს არ არის მნიშვნელოვანი საკითხი, არ იღელვოთ ამაზე," - განაცხადა ზიდანმა.

სოციალური ქსელი კი ფრანგ მწვრთნელს უფრო ხარისხიანი შარვლების შეძენას ურჩევს ან მატჩებზე თავისი გარდერობით სიარულს ურჩევს.

შეგახსენებთ, რომ მანჩესტერ სიტი - მადრიდის რეალის დაპირისპირება ფრედ 0:0 დასრულდა და გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 4 მაისს, სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართება.

დღის ამბები