საქართველოს კალათბურთელთა 18 და 20 წლამდელთა გაერთიანებულმა ნაკრებმა ჩინეთში მორიგი მატჩი გამართა. საერთაშორისო ტურნირზე ქართველები გათამაშების მასპინძელს დაუპირისპირდნენ და 78:61 დამარცხდნენ.
საქართველოს ნაკრებში საუკეთესო შედეგი სოსო გოგნაძეს ჰქონდა, რომელმაც 11 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა. მაიზერ რევაზაშვილმა 11 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა, ლუკა ზაქრაძის ანგარიშზე კი 9 ქულა იყო.
საქართველო ტურნირის პირველ შეხვედრაშიც აშშ-ს ნაკრებთან 70:90 დამარცხდა. შემდეგ მატჩს კი ნაკრები 28 აპრილს, ლიტვას წინააღმდეგ ჩაატარებს.
წყარო: GBF