ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, მადრიდის რეალის ლიდერმა, კრიშტიანო რონალდომ, კუნთის ტრავმის გამო, შესაძლოა მანჩესტერ სიტისთან გასამართი მეორე ნახევარფინალური დაპირისპირებაც გამოტოვოს.
თავდაპირველად, რონალდოს მხოლოდ რაიო ვალეკანოსთან თამაშის გამოტოვებას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ პორტუგალიელმა სიტისთან პირველი მატჩიც გამოტოვა. უახლოეს მომავალში ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი განმეორებით გამოკვლევებს ჩაიტარებს და ამის შემდეგ გაირკვევა მისი მოედანზე გამოსვლის საკითხი.
მანჩესტერ სიტი-მადრიდის რეალის შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა და გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 4 მაისს, სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართება.
წყარო: Marca